აქტუალური
მელნიკოვის სკანდალური აღიარება გირგვლიანის საქმეზე

1aqtual-3-Priznanieსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. სანდრო გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი თავს დამნაშავედ გრძნობს და საკუთარ ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ მელნიკოვმა 11 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცეზე განაცხადა.

მელნიკოვმა დეტალურად აღიდგინა შარდენ-ბარში მომხდარი ინციდენტი: „თაკოს ელაპარაკებოდა დათა, ვიღაცამ შემაწუხაო, ახალაიამ დაიწყო რეკვა დონაძის ტელეფონით ალანიასთან და მეტრეველთან. ახალაიმ დამანახა ორი პიროვნება, გადიო მეტრეველი ნახეო და მაჩვენა ორი ბიჭი“, - ჰყვება მელნიკოვი, რომლის განცხადებითაც დათა ახალაიამ, ზურაბ ადიშვილისგან მიიღო პირობა, რომ კუდის მაღალჩინოსნებისთვის სასჯელი არ იქნებოდა მკაცრი. მისივე თქმით, ამის შემდეგ დათა ახალაიამ მაშინდელი პრეზიდენტისგანაც - სააკაშვილისგან - მიიღო პირობა, რომ მკვლელობისთვის დაკავებულებს ამნისტია შეეხებოდა.