პოლიტიკა
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი.
თქვენო აღმატებულებავ,
გულითადად მინდა მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთმხარდაჭერისა და მეგობრობის პრინციპებს ეფუძნება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება საქართველოსა და თურქეთის საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებული საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე.
პატივისცემით, გიორგი მარგველაშვილი