უცხოეთი
„სიამოვნებით ვახდენ იმის კონსტატაციას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტიმა ყურადღება გაამახვილა პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობაზე და თქვენ (სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი) ახლა ამის შესახებ ბრძანეთ. ეს მართლაცდა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე ადამიანების დაღუპვაა“, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა.
„კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს“
„ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, სიბრძნე, ურთიერთპატივისცემა, რათა პრობლემის გადაჭრის გზა გამოვნახოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ურთულესი სიტუაციის გადაჭრაც შეიძლება, თუკი არსებობს კეთილი ნება, და მე ვფიქრობ, რომ ეს კეთილი ნება არსებობს როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი ხალხის მხრიდანაც“, - აღნიშნა პუტინმა.
მისივე განცხადებით, რეგიონული, მათ შორის ყარაბაღის, პრობლემების გადაჭრის დღეს არსებული საერთაშორისო ფორმატის მიუხედავად, აუცილებელია გამოყენებული იქნეს რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულ კავშირზე დაფუძნებული დარეგულირების შესაძლებლობა.