უცხოეთი
ჯარისკაცი აღიარებს, რომ თავად ვერ მოასწრო ხელის მოთბობა სხვის უბედურებაზე, რადგან ნაცგვარდიის რიგებში ახლახან ჩაეწერა. მისმა თანამებრძოლებმა კი კარგად იხეირეს: 3-3 ათასი დოლარი თვეში.
ამასთან, ტყვეს თქმით, არსებობს პრემიების გაცემის მკაფიო წესი. ასე, მაგალითად, ტექნიკისა და ან ლაშქრის მეთაურის განადგურებაში „აიდარელებს“ 50-50 ათას დოლარს უხდიდნენ, ჟურნალისტის თავში კი „100 ათას დოლარს შეგვპირდნენ“.
კითხვაზე, თუ ვინ იხდის ამ ფულს, ჯარისკაცი მოკლედ და გასაგებად პასუხობს: „ბატონი კოლომეისკი“.
კოლომეისკის ევრომაიდნის ერთ-ერთ სპონსორს უწოდებენ. მარტში იგი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. მედიის ინფორმაციით, იგი დონბასში სპეცოპერაციებში მონაწილე ზოგიერთ ფორმირებას აფინანსებს.