შსს-მ გამომძალველების ჯგუფი დააკავა
საქართველო, 12 აგვისტო,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები:
ნამიკ ხ,
ალიხარ ი,
რადა ბ. და
ინარა ი. გამოძალვის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვის, გამოყენების და გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულები მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას უკანონოდ მოიპოვებდნენ, შემდეგ კი აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებისა და გავრცელების მუქარით, მათ ფულს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ნამიკ ხ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 5 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რადა ბ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ვიდეო და აუდიოჩამწერი აპარატურა, რომლითაც ბრალდებულები მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ჩაწერას აწარმოებდნენ. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.