ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ტელევიზიას ხსნის
საქართველო, 12 აგვისტო,
საქინფორმი. ტელეწამყვანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი სეზონიდან საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთებას აპირებს, რომელიც, მისივე თქმით, ნაკლებ პოლიტიკური იქნება, მაგრამ ვერც დიდ პოლიტიკას გაექცევა.
„ვაპირებ ახალი პროექტის დაწყებას. მინდა ვცადო ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთება. მგონია,რომ ეს სივრცე დღეს ყველაზე მეტად საინტერესოა. ვირტუალური სამყარო, რომელიც იქნება ფერადი და საინტერესო რუბრიკებით. უკვე შექმნილია დიზაინი და მგონი საინტერესო გამოვა. პოლიტიკა იქნება ცოტა, ისეთი ამბები, რაც რეიტინგს წევს - ბევრი. სახელს ჯერ ვერ გეტყვით, ვერც რუბრიკების დეტალებს, ეს არ იქნება მაღალბიუჯეტიანი. თან ეს გამაბედინა ჩემმა ერთმა პროექტმა, რომელიც წარმატებული იყო, როგორც ბიზნესი. ამიტომ,ისევ გავრისკავ კრედიტის აღებას ამ ბიზნესისთვის. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რამდენიმე ჟურნალისტთან, თუმცა ვეძებ ახალსახეებს. ამიტომ, მალე უკვე ოფიციალურად გამოვაცხადებ ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე", - აცხადებს ნანუკა.