აქტუალური
"შრომითი ურთიერთობის საზედამხედველო ორგანოს აღდგენა ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების პირდაპირი მოთხოვნაა”

1aqtual-2-Molodieსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში, რომლის დაწყებასაც ხელისუფლება 2014 წლის 1 სექტემბრიდან გეგმავს, შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, დაჩქარდეს საზედამხედველო ორგანოს - შრომის ინსპექციის ან მასთან გათანაბრებული ახალი სამსახურის შექმნა, რომელსაც ექნება მონიტორინგის, დაცვისა და სანქცირების რეალური უფლებამოსილება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც გამოავლენდა, თუ რამდენად ასრულებენ დამსაქმებლები კანონის მოთხოვნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს ფაქტები, როდესაც დამსაქმებელი ცდილობს დაიცვას საკუთარი უფლებები და გამოთქვამს პრეტენზიას, თუმცა დამსაქმებლისგან ისმენს პოზიციას, რომ მას შეუძლია დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან, რაც ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, შრომით ურთიერთობებში გამოხატული დისკრიმინაციაა.