საზოგადოება
„2014 წლის 6 მაისს შემდგარი „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობა არალეგიტიმური და არაუფლებამოსილი იყო, რამდენადაც ამ ყრილობას „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობიდან ათიოდე წარმომადგენელი თუ ესწრებოდა.
ამ ყრილობის მიერ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევა, ლეგიტიმური გზებითა და საშუალებებით კი არა, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერსა და ნინო ბურჯანაძეს შორის არაკანონიერი გარიგების შედეგად მოხდა.
„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ უფლებამოსილი აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ ერთხელ ურჩევს ნინო ბურჯანაძეს, შეეშვას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ ნაციონალებთან ასოცირებული ზოგიერთი ვაიხელმძღვანელის გათეთრების მცდელობას, გაემიჯნოს მათ და ნებაყოფლობით დატოვოს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის“ არალეგიტიმურად დაკავებული თავმჯდომარის პოსტი“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.