უცხოეთი
გერმანიაში ებოლის ვირუსი აღმოაჩინეს

1Ebol-zar-3საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. დაავადების აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი, რომლისგანაც ვაქცინა არ არსებობს, უკვე ათას კაცს უახლოვდება.
გერმანელი ექიმები ეჭვობენ, რომ პაციენტს, რომელიც ხუთშაბათს სიერა-ლეონეს დედაქალაქიდან ჰამბურგში ჩაფრინდა, ებოლის ვირუსით გამოწვეული დაავადება აქვს. 28 წლის მამაკაცი საერთო საცხოვრებელში დასახლდა. აფრიკიდან გერმანიაში იგი პარიზის გავლით ჩაფრინდა. შაბათს მამაკაცმა ექიმებს მაღალი სიცხისა და ღებინების ჩივილებით მიმართა. საღამოს პაციენტი ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ამ დროისათვის პოლიციამ ალყა შემოარტყა საერთო საცხოვრებელს, სადაც ავადმყოფი ცხოვრობდა, - იტყობინება „იტარ-ტასი“.

გასულ პარასკევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლის ვირუსით გამოწვეული დაავადება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე განსაკუთრებულ სიტუაციად“ აღიარა.
ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაავადების აფეთქების მსხვერპლთა რიცხვმა უკვე 961 კაცს მიაღწია. სახიფათო დაავადება, რომლის ვაქცინაც არ არსებობს, 1779 კაცს გადაედო.