უცხოეთი
რუსეთი ირანს აშშ-ის ჯიბრზე ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებაზე შეუთანხმდა

1neft-zar-2საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი ირანს მსხვილი სავაჭრო-სანედლეულო გარიგების დადებაზე შეუთანხმდა, რომელიც ორივე ქვეყანას დასავლური სანქციების შესუსტების საშუალებას მისცემს.
რუსეთ-ირანის სამთავრობოშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა - რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნოვაკმა და მისმა ირანელმა კოლეგა ბიჟან ნამდარ ზანგანმა ხელი მოაწერეს 5-წლიან სამთავრობოშორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ირანისთვის ნავთობის სანაცვლოდ რუსული აღჭურვილობისა და სამომხმარებლო საქონლის მიწოდებას ითვალისწინებს.

საუბარია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც „Ъ“-ს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს, განიხილება რუსული კომპანიების მონაწილეობა ირანის ტერიტორიაზე ელექტროგენერაციისა და ქსელების სამშენებლო და რეკონსტრუქციულ პროექტებში, ასევე ირანისთვის რუსეთიდან აღჭურვილობისა და სამომხმარებლო საქონლის მიწოდების საკითხი. სანაცვლოდ, ირანმა რუსეთს თავისი ნავთობი უნდა მიჰყიდოს, რომლით ვაჭრობაზეც ახლა დასავლეთის მხრიდან ემბარგოა დაწესებული. კონკრეტული კონტრაქტები და შეთანხმებები შესაძლოა 9-10 სექტემბერს თეირანში, სამთავრობოშორისი კომისიების სხდომების მიმდინარეობისას დაიდოს.