უცხოეთი
აბაშიძე: „ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველაზე ხისტი ფორმა აქვს“

1AbaSiZe-zar-1საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველაზე ხისტი ფორმა აქვს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში რფ-სთან ურიერთობების საკითხებში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

არავითარი შერბილებული ტონი არ არსებობს. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. ეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ყველაზე ხისტი ფორმაა. უფრო ხისტი ფორმა ურთიერთობებში არ არსებობს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რაღაც შერბილებული ურთიერთობები გვაქვს ჩრდილოელ მეზობელთან. თუ ვინმე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სანქციებთან საქართველოს შეერთებას გულისხმობს, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მოცულობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ეს ტემა ახლა ნამდვილად არააქტუალურია“, - აღნიშნა აბაშიძემ და დასძინა, რომ საქართველოს რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველაზე ხისტი ფორმა აქვს.

ჩვენ ვხედავთ, როგორ გონივრულად მოქმედებენ დასავლელი ლიდერები. ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს უკრაინას.

საქართველოს პარლამენტმა რამდენჯერმე მიიღო ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუცია. ამასთან, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთეს განცხადებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, - აღნიშნა დიპლომატმა.