აქტუალური
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში გენერალ-ლეიტენანტ ანდერსონს შეხვდა

1aqtual-3-andersonსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ISAF-ის გაერთიანებული სარდლობების მეთაურს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებიან ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფები, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შეხვდა. დახურულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძეც დაესწრნენ.

საქართველოს წვლილი ISAF-ის ოპერაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველები შესანიშნავი პარტნიორები არიან ყველგან, სადაც კი მსახურობენ - იქნება ეს რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთი ჰელმანდში, რეგიონალური სარდლობა სამხრეთ ყანდაღარში თუ აქ, ქაბულში. მალე ისინი მისიას ბაღრამში შეასრულებენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კონტრიბუციას“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ანდერსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.