აქტუალური
ირაკლი ალასანია ავღანეთში აშშ-ის პოლკოვნიკ რენდალ სიმონსს შეხვდა

1aqtual-2-Rendelსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში ამერიკულ ბაზა "ფენიქსზე" აშშ-ის პოლკოვნიკ რენდალ სიმონსს შეხვდა. პოლკოვნიკი სიმონსი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 48-ე ქვეითი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მეთაურია და სწორედ ის ხელმძღვანელობს ბაზა "ფენიქსზე" დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს.

შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და თუ რამდენად მნიშვნლოვანი და სასარგებლო იქნება ამ თანამშრომლობის გაძლიერება ორივე მხარისთვის. მე კოალიციური ჯარების მრავალი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურესთან მქონია შეხება და მინდა გითხრათ, რომ ქართველი ჯარისკაცები მათ არაფრით არ ჩამოუვარდებიან. ისინი არიან თავდაჯერებულები, დისციპლინირებულები და ყოველთვის მაღალ დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა ამერიკელმა პოლკოვნიკმა.

სამხედრო ბაზა "ფენიქსი" რამდენიმე კვირაში დაიხურება და პირველი ქვეითი ბრიგადის ოცეულიც   მისიას დაასრულებს.