პოლიტიკა
ალასანიას შემდეგ ვაშინგტონს თინა ხიდაშელი ეწვია

brookings-institution"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში დღეს მოხსენებით გამოვა. მოხსენების თემაა "ადამიანის უფლებები, დემოკრატია და დევნილთა მდგომარეობა საქართველოში". შეგახსენებთ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, უკვე სამი კვირაა, აშშ-ში იმყოფება. იგი საქართველოში 22 ნოემბერს დაბრუნდება.