საზოგადოება
მთავარი პროკურატურის განმარტება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით

1sazog-1-razyasnenieსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პრეზიდენტი  შეცდომაშია შეყვანილი პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე.

2009-2013 წლებში სდსს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებული იყო სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, რომელიც შეეხებოდა ცხრა მილიონამდე ლარის ხარჯს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს... პროკურატურამ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, შეიცავდა თუ არა აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და გრიფისაიდუმლოიყო მინიჭებული არასწორად. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეს და მასში არსებული მასალების უმეტეს ნაწილს გრიფის მიმნიჭებელმა ორგანოებმა მოხსნეს გრიფისაიდუმლო“, დარჩენილი იყო მცირედი მასალა, რომელზეც გრიფის მოხსნა შედიოდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში.

საქართველოს პროკურატურას არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს წუხილი გამოვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.