პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პარლამენტარ გიორგი კანდელაკზე თავდასხმაში მონაწილე ალექსი მელაძე „ქართული ოცნების“ წევრია!

1polit-2-otricaetსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება:
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკური ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პარლამენტარ გიორგი კანდელაკზე თავდასხმაში მონაწილე ალექსი მელაძე „ქართული ოცნების“ წევრია.

აღნიშნული პირი არასდროს ყოფილა არც ჩვენი პარტიის წევრი და არც აქტივისტი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ალექსი მელაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ემიჯნება მომხდარს და მოუწოდებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას მისცეს სათანადო რეაგირება მომხდარ ფაქტს.
ჩვენმა ხელისუფლებამ დაასრულა განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის მანკიერი ტრადიცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში  იყო დამკვირდებული.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  მოუწოდებს ყველა ოპონენტს, ნუ  გამოიყენებენ ასეთ ინციდენტებს  პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის. როგორც ვიცით, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა საქმე და დაწყებულია გამოძება. დარწმუნებული ვართ, გამოძიება დაადგენს, რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი და შესაბამისად ყველა სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.