საზოგადოება
მთავრობამ პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლა გადაიფიქრა

sasaklaooმთავრობამ პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის ვალდებულების შემოღება გადაიფიქრა. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას. აღნიშნული კანონპროექტით, ბაზარში მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოებზე დაკლული პირუტყვის ხორცი უნდა გაყიდულიყო. როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალეკო ცინცაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასაკლაოების ინფრასტრუქტურის ფართოდ განვითარებამდე პირუტყვი შესაბამისი სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ დაიკვლება.