სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს და მეკავშირე ოფიცერ სერგეი მაკაროვს შეხვდა
1samart-3-direktorსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.