საზოგადოება
"ეს განცხადება თავისი ფორმით აბსოლიტურად მიუღებელია. ის მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მართლმსაჯულება ემყარება შურისძიებას და საქართველო უკვე ასცდა ევროპულ გზას. მაშინ როდესაც გაერო სხვა რამეს მოგვიწოდებს, მაშინ როდესაც ჰუმან რაითს ვოთჩი, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო პირდაპირ გვეუბნება , რომ გამოიძიეთ დროზე, ადამიანები გაიტაცეს, წამებას ჰქონდა ადგილი, ტელეკომპანია დაარბიეს, მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს,"-განაცხადა სესიაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აზარალებს თუ არა ბილდტის განცხადება საქართველოს იმიჯს, ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა: "დიახ ეს აზარალებს და ჩვენი მეგობრები... პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს და უნდა დაფიქრდნენ... სასამართლო არ დასრულებულა და კარლ ბილდტი გვეუბნება , რომ შურისძიებით ტარდება ეს სასამართლო პროცესი და მართლმსაჯულება შურისძიებით სრულდებაო. იქნებ სასამართლო ამართლებს მათ, მაშინ ხომ გამოვა ბილდტი და იტყვის , რომ სამართლიანობამ იზეიმაო", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.