პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „უკრაინაში მიმდინარე პროცესები გვარწმუნებს, რა სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა 2008 წელს საქართველო“

1polit-3-bakraZeსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 7 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს.

უკრაინაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა 2008 წელს ქართული სახელმწიფო. ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების, არამხოლოდ მუდმივად გვახსოვდეს ის გმირები, ვინც სიცოცხლე შეწირა ქვეყანას, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და დავიცვათ ის ევროპული და თავისუფალი მომავალი, რომლის გულისთვისაც თავი გაწირა ქართველი გმირების არაერთმა თაობამ და ასეთი თავგანწირვის ბოლო მაგალითი იყო სწორედ 2008 წლის რუსული აგრესიის დროს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.