პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: „2008 წლის ომის შედეგებს დღესაც ვიმკით, დღესაც ოკუპირებულია საქართველოს 20 პროცენტი, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს“

1polit-2-maiaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით კომენტარები გუშინ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ომის შედეგებს დღესაც ვიმკით.

დღევანდელი დღე არის ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როცა 6 წლის წინ დაიწყო ომი და საქართველო ჩათრეული აღმოჩნდა ამ ომში. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. დღეს მივედით სასაფლაოზე, რომ პატივი მიგვეგო მათი ხსოვნისთვის. სამწუხაროდ, ამ ომის შედეგებს დღესაც ვიმკით - დღესაც ოკუპირებულია საქართველოს 20 პროცენტი, დღესაც გვაქვს უამრავი პრობლემა და გვყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში ისევ რჩება პრობლემები, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს და ისევ აშენებს ხელოვნურ ბარიერებსა და მავთულხლართებს, რითაც ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ყველაფერი ამის მოგვარება არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა", -განაცხადა მაიას ფანჯიკიძემ.