პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: „ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“

1polit-1-paataსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს წინდაუხედავ ნაბიჯად აფასებს.

ეს იყო აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯი, ჩაყოლა ომში. ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აღმოჩნდა პროვოკაციის მსხვერპლი თავისი ავანტურისტული პოლიტიკის გამო, მაინც ჩანს, რომ ვერ მოახერხა, ისე განევითარებინა მდგომარეობა, როგორც მოხდა წელს უკრაინაში - საგარეო გავლენები იმდენად ვერ გამოიყენა, რომ საქართველოს თემა ყოფილიყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა უკრაინა. მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი გადასახედიდან მსოფლიო ხელახლა აფასებს და ხელახლა უყურებს აგვისტოს ომს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ.