სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სექტორი „კარწახი“ გახსნა

samart-1-Karcaxiსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ახალციხეში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მე-2 სამმართველოს მე-6 სექტორ ,,კარწახი“-ს შენობა საზეიმოდ გახსნეს.

გახსნის ცერემონიაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუმრებთან ერთად საქართველო-თურქეთის საზღვარზე მშენებარე სასაზღვრო გამტარი პუნქტი ,,კარწახი“ დაათვალიერა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კიდევ 10 სექტორის მშენებლობა წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.