აქტუალური
ამბასადორიალის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
aqtual-1-Sektorსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. თბილისში მიმდინარე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრება - ამბასადორიალზე 6 აგვისტოს შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენებთან. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ელჩებს გააცნობენ საკუთარ მოსაზრებებს საქართველოში მიმდინარე საშინაო პოლიტიკისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე. აღნიშნულ სამუშაო პანელს ასევე დაესწრებიან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეები მოისმენენ ექსპერტების მოსაზრებებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.