პოლიტიკა
სააკაშვილი - სომხეთის პრეზიდენტი?!

saakashvili-al-jazeeraსტატიას ამ სათაურით სომხური სააგენტო "ლრაგირ.ამ" აქვეყნებს. ჟურნალისტი ნაირა აირუმიანი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს წარმატებებზე მას მუდმივად უყვებიან; რომ მისი ნაცნობი მომავალ არჩევნებზე ყველა კანდიდატის გადახაზვას და იქ სააკაშვილის გვარის მითითებას აპირებს, რათა სომხეთშიც ისევე შეიცვალოს სიტუაცია, როგორც საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას აირუმიანი ახალი ავტობანის მშენებლობაზე ამახვილებს.
მისივე თქმით, კავშირ "ჯავახკის" ხელმძღვანელი შირაკ ტოროსიანი კვლავაც ამტკიცებს, რომ ჯავახეთში ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული პოლიტიკა ტარდება, მაგრამ ამ მოსაზრებას რეგიონის მცხოვრებნი არ ეთანხმებიან.
სტატიის ბოლოს ავტორი დასძენს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის დისტანცია ხელოვნურად იქმნება. ’’დროა, სომხებმა ცივი გონებით შეხედონ საკუთარ ინტერესებს, თავი გაანებონ შიდა პროპაგანდის მოსმენას, რომელიც ქართველებს მტრებად "ნათლავს", - ნათქვამია სომხური სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატიაში.