პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართა შეხვედრა მხარეებმა დიდ ბრიტანეთში სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესზე გაამახვილეს

polit-3-natoსაქართველო. 7 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიაღწია.

საუბარი შეეხო რეგიონალურ საკითხებს. შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა და ქართული მხრიდან მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.