პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი თანამედროვე სტანდარტების კომპლექსებითა და ინფრასტრუქტურით შეხვდება, რომლის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდება“

polit-1-Festivlსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მშენებარე ობიექტები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური წერეთლის გამზირზე, მძლეოსნობის სასახლესა და დიღომში, ე.წ. „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც 28 ჰექტარზე სპორტის 4 სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სპორტული მოედანი და ოლიმპიური სტანდარტების აუზი შენდება.

მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა ძალიან ბევრი სტუმარი. ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეს ტერიტორია, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია, გახდებაახალი თბილისი“, დედაქალაქს კი ახალი უბანი ექნება. ამავდროულად, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება იზრდება. აქ იქნება სერიოზული სპორტული ბაზა, მოვამზადებთ ჩემპიონებს და ასევე შენდება ოლიმპიური სტანდარტების აუზი, რომელიც საქართველოში არ არსებობდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად გაეცნო.

ოლიმპიური ფესტივალისთვის შენდება 6 ახალი და რემონტდება 3 არსებული სპორტული ობიექტი.