სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

samart-3-faktსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი მარიო ჭ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).