საზოგადოება
"ძირითადი ცვლილება არის ის, რომ ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება 180-დღიან პერიოდში 90 დღით. ეს ეხება უვიზო ქვეყნების მოქალაქეებს და იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს. სიახლეა ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს საქართველოში უფრო მეტი ხნით შემოვიდეს ანუ გრძელვადიანად – სასწავლებლად, სამუშაოდ ან ოჯახის გაერთიანების მიზნით, ამ შემთხვევაში მათ საემიგრაციო ვიზის აღება მოუწევთ", - განაცხადა ტაბატაძემ.
ამას გარდა, კანონში განხორციელებული ცვლილებებით იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალს, სადაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, მთავრობა საკუთარი დადგენილებით განსაზღვრავს ხოლო სახელმწიფოთა სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეეძლებათ, აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.