პოლიტიკა
Washington Post: „ვაშინგტონის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე დამოკიდებულმა ისეთმა რეჟიმებმა, როგორიც საქართველოშია, ღიად დაიწყეს ობამას ადმინისტრაციის იგნორირება და მისი წარმომადგენლების მიზანმიმართული დამცირებაც კი!“

polit-3-Postსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. წამყვანი ამერიკული გაზეთის Washington Post-ის სარედაქციო სტატია:
"არალიბერალური ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავრობას აკონტროლებს, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ობამას ადმინისტრაციის მიერ, არ დაეწყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ათწლეულის წინ სააკაშვილი სათავეში ედგა საქართველოს დემოკრატიულ რევოლუციას, ხოლო 2012 წელს არჩევნებში მარცხის შემდეგ მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება. მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, გასულ ორშაბათს საქართველოს მთავრობამ აშკარად პოლიტიკური ბრალდებები წაუყენა სააკაშვილს და მისი პარტიის ოთხ სხვა ლიდერს.
შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ პატარა ქვეყნის მიერ ამერიკის წითელი ხაზის გადაკვეთაში საყურადღებო არაფერია - ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი ხომ დაპატიმრებული არაა და უკრაინაში პროდასავლურ ახალ მთავრობას რჩევებს აძლევს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს უკვე ზოგადი ტენდენციის ნაწილი გახდა.

ვაშინგტონის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე დამოკიდებულმა შეერთებული შტატების მოკავშირეებმა, მათ შორის ისეთმა რეჟიმებმა, როგორიც საქართველოშია, ერთმანეთის მიყოლებით ღიად დაიწყეს ობამას ადმინისტრაციის იგნორირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, მისი წარმომადგენლების მიზანმიმართული დამცირებაც კი".