პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩემი ინიციატივით დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი „მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად“

polit-2-kadriსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. 5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება კონკურენტუნარიანი, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური თაობა, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “დიასპორული სტაჟირების” პროგრამის მონაწილე სტუდენტებს. 
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და მათი რესურსის სამშობლოსთვის გამოყენებას ისახავს მიზნად ჩემი ინიციატივით დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს აფინანსებს'',- განაცხადა პრემიერმა.
მანვე სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი გაძლიერების იმედი გამოთქვა. ასევე მოკლედ შეეხო მედიის როლს და აღნიშნა, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი მედია ქვეყნის განვითარების საწინდარია. სტუდენტებთან საუბრისას პრემიერმა სხვა რეფორმების შესახებაც ისაუბრა.

''საქართველოში დღეს უნიკალური ბიზნესგარემოა და ბიზნესი აბსოლუტურად ხელშეუხებელია. ადამიანის უფლებები დაცულია, მედია ხელშეუხებელია, რაც ციხეებში ხდებოდა, წარსულს ჩაბარდა. მოხდა პოლიციის და ჯარის დეპოლიტიზირება. სასამართლო სისტემა გახდა გამჭვირვალე. ჩვენ რეალურად ვქმნით ევროპულ დემოკრატიას'', - მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.