პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მედიის კრიტიკას არ უნდა მოვერიდოთ“
polit-1-mediaსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. როცა ჩვენ გვაქვს მიზეზი, კრიტიკა გამოვთქვათ მედიის მიმართ, ამის არ უნდა მოგვერიდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თავისუფლების ხარისხი გაქვთ მაღალი, თქვენ არავითარ ზეწოლას არ განიცდით, ეს არის ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, მაგრამ საჭიროა ამ ხარისხის განვითარება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ობიექტურები და სამართლიანები იყოთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამოქალაქო სექტორიც ხშირად ავლენს ტენდენციურობას და მიკერძოებულობას.  მისივე თქმით, აუცილებელია, მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი მოხდეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით.
მე პირადად არ მაქვს სურვილი, გადავიდე ათონელის ახალ რეზიდენციაში, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ქვეყანა უნდა განვითარდეს, ფეხზე დადგეს ეკონომიკა, ჩვენი ხალხი და შემდეგ ვიზრუნოთ ახალ რეზიდენციებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.