ამასთან ერთად, სააკაშვილი აკეთებს მსუბუქ მინიშნებას - აქაოდა, კიწმარიშვილი ივანიშვილის დაკვეთით მოკლეს, რათა "რუსთავი-2"-ის დაუფლებაში ან დახურვაში ხელი არ შეშლოდა; მკვლელი კი სავსებით შესაძლებელია, თავად `რემენა~ ან შავი სამყაროს სხვა წარმომადგენელი იყოს, რომელსაც თბილისის აეროპორტში ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები პომპეზურად ხვდებიანო.
სინამდვილეში სააკაშვილი ცდილობს, მოსპოს ყოველგვარი ეჭვის საფუძველი, რადგან კიწმარიშვილი, სწორედაც რომ მისი დავალებით მოკლეს. "რუსთავი-2"-ის ყოფილმა შეფმა მართლაც რომ უამრავი რამ იცოდა სააკაშვილზე და მის სასამართლო პროცესზე ფრიად საშიშ მოწმედ შეიძლებოდა წარმსდგარიყო; ან სულაც, ნაცმოძრაობისთვის ზიანის მომტანი ახალი გადაცემა წამოეწყო აღნიშნულ ტელეარხზე. ფაქტია, რომ კიწმარიშვილს სურდა, სასამართლოს გზით რეალურად დაებრუნებინა "რუსთავი-2", რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებს მოქმედი ხელისუფლების დასამხობად.
რაც შეეხება მკვლელს, ის იგივე ქილერია, რომელმაც ზუსტად 21 წლის წინათ, 1993 წლის 8 აგვისტოს, ნატახტართან თავში გასროლით ავტომობილის უკანა საჯდომიდან სიცოცხლეს გამოასალმა "ცე-ერ-უ"-ს დირექტორი კავკასიის საკითხებში ფრედ ვუდროფი. აღნიშნული საქმის გამოძიება განაახლა საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და, როგორც კი დასახელდება ვუდროფის მკვლელი, ცნობილი გახდება კიწმარიშვილის მკვლელის ვინაობაც!
საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 5 აგვისტო
საქართველო, თბილისი