აქტუალური
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას თამარ ჩიკვაიძე ასრულებს

aqtual-1-CikvaiZe

საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას დროებით თამარ ჩიკვაიძე ასრულებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება. ჩიკვაიძე მანამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.
დიახ, მე მივდივარ, მაგრამ მივდივარ ბედნიერი და ამაყი, რომ მქონდა შესაძლებლობა მუშაობა იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც ჩვენ გავაკეთეთ ბევრი საინტერესო პროექტი. მე ვამაყობ, რომ ჩვენ ერთად ვაჩვენეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, რომ მიაღწიოს ერთად წარმატებას”, - განაცხადა სიგუამ.