საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, გრძელდება უკრაინაში“

sazog-2-grZeldebaსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი „ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ“.

ჩვენ ვიაზრებთ იმ პროცესს, რომელიც მოხდა უკრაინაში 2014 წელს, როგორც უშუალო გაგრძელებას 2008 წლის მოვლენებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს და საქართველო ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია და მშვიდობის ჭრილში გადაყვანა. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ამ პოზიციას, იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ ეს არის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ამაზე საუბარი მიმდინარეობს ყველა ქვეყანასთან. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობამ კონსტრუქციულ კონტექსტში გადაინაცვლოს. ჩვენი მიზანია, რომ შეიცვალოს პარადიგმა პრივილეგირებული სფეროების და ურთიერთობა გადავიდეს თანამშრომლობის ჭრილში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას.