პოლიტიკა
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ქვეყნის წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ დადებითი დინამიკა ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე.„ბოლო დროს ნათლად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას და დახვეწას. სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის მორგებულ დებულებებს. ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსენსუსის გზით იქნება მიღებული,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნას ისახავს მიზნად.