პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: “ყველამ პატივი უნდა სცეს სახელმწიფოს და კანონს, საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ობიექტური გამოძიება გასცემს პასუხს ყველა კითხვას!”
polit-1-komentariსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. მართლმსაჯულებამ განსაჯოს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. მე არ ვაპირებ მიხელ სააკაშვილის აბსოლუტურად დემაგოგიურ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო. საქართველოს მოსახლეობა 9 წლის განმავლობაში ისმენდა მის ტყუილებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე მყოფ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველოში ბევრად საშინელი სიტუაცია იქნებოდა, ვიდრე რაც ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში-უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებებით, პირველი ესკალაცია მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სწორედაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს ჩვენთან არ იქნებოდა მშვიდობა და სტაბილურობა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, მაგრამ მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, არ არსებობს, რომ სამართალი ბოლომდე არ აღდგეს. ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესის და რაც მთავარია ამას ვაკეთებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ. მაქსიმალურად ობიექტურად, რათა არავის არ დარჩეს არც ერთი კითხვა”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.