რედაქტორისგან
საქინფორმი: ტელეკომპანია “რუსთავი-2”- სთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს შესახებ, სადაც მას წამოსცდა, რომ მოახდინა ყარაბაღში ომის პროვოცირება კავკასიაში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მიზნით

samart-2-redaq-2-mtavar2014 წლის 3 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ინტერვიუ მისცა თავისსავე ტელეკომპანია რუსთავი-2-ს, სადაც მას რამდენიმე სერიოზული ინფორმაცია წამოსცდა:

1. სააკაშვილი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას 2 თვიდან 1 წლამდე ვადას აძლევს, რითიც, მისდაუნებურად ადასტურებს, რომ დროის ამ პერიოდში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს; 

2. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე აპელირებისას სააკაშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, აღიარა, რომ ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის საფეხბურთო მატჩის დროს საქართველოს რუკსთან დაკავშირებული კონფლიქტი, რასაც საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 2004 წლამდე გამოშვებული ავტომობილებით შესვლის აკრძალვა მოჰყვა, სწორედ მის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო;

3. ივანიშვილის მიერ პუტინის დავალებით აზერბაიჯანში გადატრიალების მოწყობაზე საუბრისას, რასაც წინ უსწრებდა მისი შეხვედრა უშიშროების ფედერალური სამსახურის ორ გენერალთან თბილისში, სააკაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ არეულობის მაპროვოცირებელი თავად ბრძანდებოდა, ხოლო ყარაბაღში განახლებული სამხედრო კონფლიქტი უშუალოდ მისი ნამოქმედარია;

4. როდესაც სააკაშვილმა პატარკაციშვილი და ივანიშვილი იმ რუს ოლიგარქებად მოიხსენია, რომლებიც საქართველოდან გაცილებით ადრე უნდა გაეძევებინათ, მან თავისთავად აღიარა, რომ ყოველთვის იყო უმადური ღორი და უაპელაციოდ სკდებოდა მათი მილიარდებით.

ასე და ამგვარად, სააკაშვილს სურს, დაწამლოს ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები, რათა გაიადვილოს სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა ამ ქვეყნებში ამერიკისთვის კასპიის მიმართულებით ფართო დერეფნის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის სტრატეგიული პლაცდარმის შესაქმნელად.

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 5 აგვისტო
საქართველო, თბილისი

samart-2-redaq-2-qvem