სამართალი
მოსკოვში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

dakaveba-qartvმოსკოვში ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი მილიციამ წუხელ, ერთ-ერთი ბანკირის ბინის ძარცვისას, აიყვანეს. ესენი არიან: 59 წლის მიხეილ ბაშელი, რომელიც 2002 წლიდან რუსეთში ლაბარტყავას გვარით ცხოვრობს, ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევი, 42 წლის გიორგი წერეთელი და 47 წლის ავთანდილ გუჯაბიძე. აყვანილია დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი. ის ბელგოროდის რაიონში მცხოვრები ვალერი ბენდინაა. გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებმა "ინვესტტორგბანკის" მმართველობის თავმჯდომარის ბინიდან 15 ძვირადღირებული საათი წამოიღეს, მათ შორის "ჩოპარდის", "როლექსისა" და სხვა ბრენდების. მათ შორის 6 ბრილიანტებით იყო გაწყობილი და ყველაზე იაფიანი 50 ევრო ღირს.