სამართალი
საქინფორმი: „ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისა და "რუსთავი-2"-ზე შესაძლო თავდასხმის შესახებ“

samart-1-redaq-1ვის დავალებას ასრულებდა ქილერი, რომელიც მიწისქვეშა ავტოფარეხში ელოდა ეროსი კიწმარიშვილს და მანქანის უკანა საჯდომიდან თავში გასროლით მოაკვდინა იგი? რატომ დაიწყეს ამ მკვლელობის კვალდაკვალ ნაციონალებმა გამუდმებული ლაპარაკი თბილისის აეროპრტიდან "რემენად" სახელდებული პირის იდუმალი გაუჩინარებისა და "რუსთავი-2"-ის დაშლის შესახებ, რასაც ახალი ხელისუფლება თითქოსდა ივანიშვილის დავალებით აპირებს? რატომ უსწრებდა წინ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებას კიწმარიშვილის მკვლელობა?
ივანიშვილი პუტინის დავალებით აპირებს, გააკონტროლოს საქართველოს მთელი ტელესივრცე! _ გაჰკივის მთელ ხმაზე სააკაშვილი და ცდილობს, გამოიწვიოს დასავლეთის აღშფოთება თავისუფალ მედიაზე ზეწოლის საბაბით, რათა, 2003 წლის ნოემბრის მსგავსად, "ვარდების გადატრიალების" მეორე სერია მოამზადოს.

ამასთან ერთად, სააკაშვილი აკეთებს მსუბუქ მინიშნებას - აქაოდა, კიწმარიშვილი ივანიშვილის დაკვეთით მოკლეს, რათა "რუსთავი-2"-ის დაუფლებაში ან დახურვაში ხელი არ შეშლოდა; მკვლელი კი სავსებით შესაძლებელია, თავად `რემენა~ ან შავი სამყაროს სხვა წარმომადგენელი იყოს, რომელსაც თბილისის აეროპორტში ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები პომპეზურად ხვდებიანო.

სინამდვილეში სააკაშვილი ცდილობს, მოსპოს ყოველგვარი ეჭვის საფუძველი, რადგან კიწმარიშვილი, სწორედაც რომ მისი დავალებით მოკლეს. "რუსთავი-2"-ის ყოფილმა შეფმა მართლაც რომ უამრავი რამ იცოდა სააკაშვილზე და მის სასამართლო პროცესზე ფრიად საშიშ მოწმედ შეიძლებოდა წარმსდგარიყო; ან სულაც, ნაცმოძრაობისთვის ზიანის მომტანი ახალი გადაცემა წამოეწყო აღნიშნულ ტელეარხზე. ფაქტია, რომ კიწმარიშვილს სურდა, სასამართლოს გზით რეალურად დაებრუნებინა "რუსთავი-2", რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებს მოქმედი ხელისუფლების დასამხობად.

რაც შეეხება მკვლელს, ის იგივე ქილერია, რომელმაც ზუსტად 21 წლის წინათ, 1993 წლის 8 აგვისტოს, ნატახტართან თავში გასროლით ავტომობილის უკანა საჯდომიდან სიცოცხლეს გამოასალმა "ცე-ერ-უ"-ს დირექტორი კავკასიის საკითხებში ფრედ ვუდროფი. აღნიშნული საქმის გამოძიება განაახლა საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და, როგორც კი დასახელდება ვუდროფის მკვლელი, ცნობილი გახდება კიწმარიშვილის მკვლელის ვინაობაც!

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 5 აგვისტო
საქართველო, თბილისი