სამართალი
ერეკლე კოდუა: „ბადრი პატარკაციშვილი ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციას მთხოვდა“

pravo-3საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციას მთხოვდა, ამის შესახებ სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ინტერვიუში კოდუა აცხადებს, რომ  პატარკაციშვილმა მას გოგა ხაინდრავას მკვლელობაც შეუკვეთა. კოდუას განცხადებით, ბიზნესმენმა უთხრა, რომ მისი გარემოცვიდან 4 ადამიანი უნდა მომკვდარიყო, რათა ეს ხელისუფლებას დაბრალებოდა. ერთ-ერთი მათგანი  გოგა ხაინდრავა იყო, დანარჩენ სამზე კი სიის მიწოდებას ჰპირდებოდა. კოდუამ ლონდონური შეხვედრის სხვა დეტალებიც გაიხსენა.

მივედით სასტუმროში, სადაც მოხდა ფეხსაცმლის ქუსლში აპარატის დამონტაჟება. დაგვხვდა სამი ადამიანი, შეგვამოწმეს. პატარკაციშვილთან საუბარი იყო ორ საათზე მეტი. ილაპარაკა პუტინზე, რომ იცნობდა 20 წლის წინ, როცა სპეცსამსახურებში მუშაობდა, როგორ უხდიდა ფულს, აჭმევდა, როგორი დაუნახავია, როგორი წვლილი შეიტანა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და როგორ დაუწყო აქეთ ბრძოლა", - განაცხადა კოდუამ.