სამართალი
გელა ჩარკვიანი: „კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერის საზღვარზე გადმოტანა პრემიერმა ნოღაიდელმა მთხოვა“

pravo-2საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში გელა ჩარკვიანი სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუას მიერ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერი საქართველოში მისი დახმარებით ჩამოიტანეს.

დამიკავშირდა პრემიერ-მინისტრი... ითქვა შემდეგი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და რასაკვირველია, მათაც შეუძლიათ ეს გადმოიტანონ საზღვარზე, მაგრამ ჯობია, დაზღვეულები ვიყოთ და ამაში თქვენი იმუნიტეტი და ელჩის წონა გამოგვადგება, ამიტომ იქნებ თქვენ ჩამოიტანოთ ეს ინფორმაციაო. აეროპორტში შემხვდა ის და გადმომცა პატარა საგანი. ვუთხარი, შევხვდეთ, როცა გავივლი კონტროლს-თქო და არა, აქედან ვერ წავალ, თქვენთან უნდა ვიდგეო. მე გავიფიქრე, მეც არ მენდობათქო, მაგრამ სწორი იყო – ოპერატიულმა მუშაკმა ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიზღვიოს თავი. ის ჩემს ახლომახლო იდგა. მე გავიარე კონტროლი და ამის მერე გადავეცი ისევ პატარა საგანი”, – განაცხადა გელა ჩარკვიანმა.