სამართალი
ინგლისურის პედაგოგი 4 000 ლარით დააჯარიმეს

jarima2ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური გაეთიანების "ჩვენ თვითონ" ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა ირაკლი ბარბაქაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბარბაქაძის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების სხვა ფენებთან ერთად, პედაგოგების შევიწროებაც დაიწყო. რამდენიმე კერძო მასწავლებელი, ე. წ. რეპეტიტორი იმ მოტივით დააჯარიმეს, რომ ისინი საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდნენ. როგორც საქინფორმთან საუბრისას ბარბაქაძემ განაცხადა, მათთვის ცნობილია მასწავლებლის დაჯარიმების რამდენიმე ფაქტი. მათ შორის ერთ-ერთ ინგლისურის პედაგოგს ჯარიმის სახით 4 000 ლარი გადაახდევინეს. „აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლებას მოუწოდებს, კერძო პედაგოგების შევიწროებას თავი დაანებოს. თუ თავად ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის დასაქმებასა და მათთვის ნორმალური საარსებო მინიმუსის უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, დამატებითი შეზღუდვებით ხელს ნუ შეუშლის მათ“, - განაცხადა ბარბაქაძემ.