რედაქტორისგან
ქართველი ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლებისა და საქართველოს შეურაცხყოფისთვის საქინფორმი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვის ქვეყნიდან გაწვევას მოითხოვს!

obSestv-3-REd-42014 წლის 2 აგვისტოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

თუ ყველა ჩემდამი მეგობრულად განწყობილი მეზობელი მეუბნება, რომ ჩემი სახლიდან ყროლის სუნი გამოდის, არ დავიჟინებ, რომ ეს ახლახან ნაყიდი თაიგულის სურნელია.
ამ განცხადებით დიპლომატმა დიმიტროვმა არადიპლომატიურად დაადანაშაულა ქართველი ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება - საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით და დაიცვა ბრალდებული სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და სასამართლომ უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებში რიგი ბრალდებები წაუყენა და აღმკვეთ ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა დიმიტროვმა ამით მოახდინა საკუთარი თავის, როგორც ელჩის, დისკრედიტაცია, რადგან ამ საქმეში მხარედ იქცა და უპატივცემულობა გამოხატა ქვეყნისადმი, სადაც მუშაობს, უნდობლობა გამოუცხადა ქართულ მართლმსაჯულებას და შეურაცხყო ქართველი ხალხი, რომლის სახლიდანაც, მისი აზრით, ყროლის სუნი გამოდის!
ბატონ დიმიტროვს არ ეგების ჩვენი სახლის - საქართველოს განსჯა, რომელიც აქ წლობით მთელი თავისი „მოღვაწეობის“ მანძილზე არ გაუცნია, რადგან სხვა რამით იყო დაკავებული - საქართველოში ევროკავშირის პროექტების ფიქტიური განხორციელებით, რომლებშიც საკუთარი ინტერესი ჰქონდა...
და თუკი რაიმე ყარს ჩვენს სახლში, ეს, უპირველესად, დიმიტროვის მსგავსი ელჩები, რომლებიც ადვოკატობას და  სპონსორობას უწევენ კაცობრიობის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენ პირს!
ქართველი ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლებისა და საქართველოს შეურაცხყოფისთვის საქინფორმი ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვის ქვეყნიდან გაწვევას მოითხოვს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 4 აგვისტო
საქართველო, თბილისი