პუბლიკაციები
ყოფილ პრეზიდენტს მ. სააკაშვილს და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს პატიმრობა შეეფარდათ - საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება

sazog-2-anal-2საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს - ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება  2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტებზე.

მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.