პუბლიკაციები
საქინფორმის პროგნოზი, როგორც ყოველთვის, გამართლდა - პრემიერი ღარიბაშვილის არ დაესწრო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც ნატოს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნა!

poli-3-anal-1საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაუსწრებლობას მცირე კომენტარით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "გამიხარდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების სბჭოს სხდომაზე ყოფილიყო".

ა.წ. 1 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნატოს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მომავალი წლიდან ქართული კონტინგენტის შემცირების საკითხი განიხილეს.სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ლევან დოლიძე წარსდგნენ.

საქართველოს წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გამოწვევა, ეს არის უელსის სამიტი, სადაც საქართველო მომზადებული მიდის - ნატოს კონტექსტში - ეს ჩვენ შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, ჩვენი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობიდან გამომდინარე, იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომლებიც თავდაცვის სისტემაში გატარდა ასევე დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც იყო ნატოსკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი წინაპირობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრეზიდენტის გარდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესწრებოდნენ.