პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ბაქოში "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას"მატჩის დროს მომხდარ ინციდენტი და მომხდარი შეაფასა, როგორც პროვოკაცია, რომლის მიზანი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ბზარის შეტანა

polit-2საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ა.წ. 1 აგვისტოს მთავრობის სხდომა, საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობით, პირველად გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს.

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბაქოში "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას"მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო აღნიშნული ფაქტი დამომხდარი შეაფასა, როგორც პროვოკაცია, რომლის მიზანიც შესაძლოა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურურთიერთობაში ბზარის შეტანა იყოს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება დაავალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციის მომწყობი პირები არ უნდა დარჩნენ დაუსჯელნი.
პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი პარტნიორი დამეგობარი  ქვეყანაა და მომავალში ეს ურთიერთობები  უფრო გაღრმავდება.