რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „თუ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ესე იგი ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია! მაშ ვინ არიან საქართველოსთვის სააკაშვილის მეგობრები - აშშ და ევროკავშირი?“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ინტერვიუ გაზეთს “Каспiй”

ARNO-pol-1საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანის გაზეთმა “Каспiй” გამოაქვეყნა ახალი ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან არნო ხიდირბეგიშვილთან, რომელსაც ქვემოთ ვთავაზობთ მკითხველს.
-ბატონო არნო, დავიწყოთ გასული კვირის მთავარი სკანდალით - წინა ორშაბათს, 2014 წლის 29 ივლისს, საქართველოს ექსპრეზიდენტს ბრალი წაუყენეს მრავალ სისხლის სამართლის დანაშაულში.
- იმავე დღეს სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა „რომანტიული“ ფოტო, რომელსაც უწოდა „მზის ჩასვლა ჰემპტონში“. მიამიტებმა იფიქრეს, რომ განდიდების მანიით შეპყრობილმა სააკაშვილმა, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის მსგავსად, რომელიც „მეფე-მზის“ სახელითაა ცნობილი, თავი გაუტოლა მზეს და ქარაგმულად მიანიშნა თავისი კარიერის დაისზე სამშობლოში „დევნის“ გამო. სინამდვილეში, სააკაშვილმა, რომელიც წინა დღეს არ გამოცხადდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, კვალი აურია! საქმე ისაა, რომ აშშ-ში 3 ქალაქი ჰემპტონი არსებობს - ნიუ იორკის, ვირჯინიისა და არკანზასის შტატებში!
მიზანი დროის მოგება იყო: მეორე დღეს სააკაშვილი სასწრაფოდ გაფრინდა „ჰემპტონიდან“ ბუდაპეშტში, თავის მეგობართან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანთან მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნელად (წელიწად-ნახევრის წინ ორბანმა თავშესაფარი საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს მისცა). ამიტომ სააკაშვილმა პროკურატურის ბრალდებებს მხოლოდ 5 დღის შემდეგ - შაბათს, 2 აგვისტოს უპასუხა, საკუთარ ტელეარხ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, რადგან ამ ხუთი დღის განმავლობაში თბილისიდან, თავისი ადვოკატი კახიძისგან საბრალდებო დასკვნა მიიღო და მშვიდად მოიფიქრა ცრუ პასუხები.

-თუმცა, ეს ცრუ, როგორც თქვენ ბრძანეთ, პასუხები საბაბს მისცემს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სენატორებს, კონგრესმენებს, ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და უცხოურ მედიას კიდევ ერთელ უსაყვედურონ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას „პოლიტიკური შურისძიება და ზეწოლა ექსპრეზიდენტზე, რომელმაც საჯაროდ - ტელევიზიით, ამომწურავად უპასუხა ყველა, ქართული მართლმსაჯულებისთვის საინტერესო კითხვას, რასთან დაკავშირებითაც შემდგომში, აშშ-ში სააკაშვილის მოცდენა პედაგოგიური საქმიანობიდან საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოძახებებით აღმაშფოთებელია!“...
-ექსპრემიერმა ივანიშვილმა, დასავლეთის ზეწოლით, სააკაშვილი საქართველოდან გაუშვა, იფიქრა, დაე წავიდეს თავის ამერიკაში და იკითხოს იქ თავისი ლექციები! როგორც ვხედავთ, იგი შეცდა ამ შეცდომისთვის პასუხისგება ამჟამინდელ პრემიერ ღარიბაშვილს უწევს. თუ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ესე იგი ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია! მაშ ვინაა საქართველოსთვის სააკაშვილის მეგობრები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სენატორები, ევროკავშირის ხელმძღვანელობა და უნგრეთის პრემიერი, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვასა და უკრაინის ხელმძღვანელობა - ყველა ისინი, ვინც მის მხარდასაჭერ განცხადებებს აკეთებს და გულღიად მასპინძლობს?!
-„მე ვიქნები ძალიან შორს - როდესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პროკურატურა დამიბარებს და ძალიან ახლოს - როდესაც ქართველი ხალხი მომიხმობს!“ - წერს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. რისი თქმა სურს ამით?
-სააკაშვილს სურს თქვას, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს საქართველოში, რომ ძალიან მალე დაბრუნდება საქართველოში და დაამხობს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას, როგორც უკრაინაში! ვიყოთ რეალისტები - უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიოში ჯერჯერობით ოფიციალურად გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელიც აშშ-მა დაიწყო. ადრე თუ გვიან აშშ-ს ეს ომი უნდა დაეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკროტი იქნებოდა. ეს ორი სამყაროს ომის, დასავლეთისა - აღმოსავლეთთან, ეშმაკის ბრძოლა ღმერთთან. ერთ მხარეს პუტინი მეთაურობს, მეორეს - სააკაშვილი. სწორედ ამ უკანასკნელმა 21-ე საუკუნეში ააღორძინა ფაშიზმი, რომელიც ასევე საქართველოს შვილმა სტალინმა დაამარცხა მე-20 საუკუნეში!
სწორედ სააკაშვილზე გააკეთა ფსონი დასავლეთმა, სწორედ იგი აღმოჩნდა ყველაზე შესაფერისი ლიდერი - გადატრიალება საქართველოში და 3 გადატრიალება უკრაინაში (იუშჩენკო, ტიმოშენკო და პოროშენკო), ომები რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთში (საქართველოს ბოევიკთხ მომზადებით) და სამხრეთ ოსეთში, ტერაქტები და პროვოკაციები აფხაზეთში... ამიტომ საქართველომ დღეს უნდა განსაზღვროს - ვის მხარეზეა ამ ომში, რადგან როცა მას, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირის სტატუსით „დააჯილდოებენ“ ნატოში მიუღებლად და აქ ამერიკულ სამხედრო ბაზებს გახსნიან, უკვე გვიან იქნება...
-მაგრამ... როგორ შეძლებს ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დანაშაულებში ბრალდებული სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოხდენას?!
-როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებმა უჩვენა, საქართველოში „ნაცმოძრაობას“ მაქსიმუმ 150 000 მხარდამჭერი ჰყავს, ამიტომ სააკაშვილი იმედს ამყარებს გარეშე, ძირითადად, კრიმინალურ ძალებზე. თბილისში„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ და „თავისუფალი ზონის“ (3 ათასი გავწრთნილი ბოევიკ-აქტივისტისგან შემდგარი არასამთავრობო ორგანიზაცია) ოფისებში აყალიბებენ დაქირავებულ მებრძოლთა ბრიგადებს, როგორც შიდა ოპერაციებისთვის, ასევე უკრაინაში საომრად, რომლებიც საქართველოში შეიარაღებული, საბრძოლო გამოცდილებით აღჭურვილი ჩამოვლენ. შემდგომ: „თავისუფალი ზონის“ სავერბოვკო პუნქტები უკრაინაში „საქართველოს გათავისუფლების შტაბის“ ხელმძღვანელობით; ინტერნეტდივერსანტების ჯგუფი საქართველოში - არაქართული წარმოშობის რუსულენოვანი ბლოგერების განტოტვილი ქსელი, რომელსაც პირადად შს ექსმინისტრი მერაბიშვილი მეურვეობდა მის დაპატიმრებამდე, პლუს დახურული ტელეარხი „პიკის“ - უშიშროების ყოფილი მდივანი გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი იდეოლოგიური დივერსიების შტაბბინის თანამშრომლები. და ყველაზე მთავარი - სააკაშვილის საკუთარი საქართველოს ყველაზე ძლიერი მოქმედი ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის დახმარებითაც მან 2003 წლის ნოემბერში „ფერადი“ გადატრიალება განახორციელა.
დაქირავებულ მებრძოლთა ძალიან დიდი დესანტი შემოიჭრება საქართველოში „რესპუბლიკა KaZantip“-ის 50000 მონაწილის შემადგენლობით, რომელიც 20-დან 30 აგვისტომდე სააკაშვილის მიერ შავ ზღვაზე აშშ-ის პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზისთვის მომზადებულ მოედანზე - ანაკლიაში (ცნობილი პროექტი „ლაზიკა“) ტარდება. აი ნახავთ, ბევრი მათგანი უკან არ გაემგზავრება, დარჩება საქართველოში, იმის გაუთავლისწინებლად, რომ გარყვნილება და ორგიები, რომლებიც საგანგებოდ საეკლესიო დღესასწაულს - წმიდათაწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს დაამათხვიეს, მძიმე დარტყმას მიაყენებს ერის მორალურ ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას, რომელიც მიიღებს იმას, რასაც ღიად ჰპირდებოდა სააკაშვილი - სექსს ბუჩქებში (ანაკლიაში, რომელიც თავისთავად ერთ დიდ ჭაობს წარმოადგენს, მთელი მოქმედება სწორედ ღია ცისქვეშ და კარვებში, ანტისანიტარიული პირობებში წარიმართება, რადგან არავითარი ინფრასტრუქტურა და შენობები იქ არ არის)! ამბობენ, რომ KaZantip-ზე მიემგზავრება ექსპრეზიდენტის მეუღლე რულოვსი და ამჟამინდელი პრეზიდენტის მეგობარი ჩიჩუა... ასევე იქ გააგზავნიან 3000 პოლიციელს, რაც ხელს შეუწყობს დანარჩენ ადგილებში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას. არადა, ჯერ კიდევ შარშანდლიდან, მაიდნის დასაწყისიდან ვემუდარებოდი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან სავიზო რეჟიმის შემოღებას...
-კი, მაგრამ, ამას დიდი სახსრები სჭირდება! ნუთუ სააკაშვილი თავის ფულს ხარჯავს?
-სააკაშვილი კაპიკსაც არ ხარჯავს, მას აშშ, ასევე ფაშისტები - ოლიგარქები პარაშენკო და კალამოისკი აფინანსებენ, რომლის ფულსაც ის აშშ-ში „ათეთრებს“! აი რა შედეგი გამოიღო პუტინის ლმობიერმა, როგორც კარის მასხარასადმი დამოკიდებულებამ სააკაშვილის ფიგურისადმი! პუტინს რომ სააკაშვილისთვის 2008 წლის აგვისტოში მიცემული დაპირება შეესრულებინა, რომელიც სარკოზისთან საუბარში გამოთქვა (და იგი კვერცხებით დაეკიდა), დღეს უკრაინაცა და საქართველოც სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოები იქნებოდნენ! მთელ მსოფლიოში, როცა პრეზიდენტებს ან პრემიერებს აპატიმრებდნენ და ასამართლებდნენ, იქნებოდა ეს იუგოსლავია, ისრაელი, საფრანგეთი თუ იტალია, მათ გენოციდში ან კორუფციაში, ანდა სექსუალური ხასიათის დანაშაულებში სდებდნენ ბრალს, სააკაშვილს კი უკლებლივ ყველა ეს დანაშაული ჩადენილი აქვს! ის თავის მეუღლესთან ერთად საქართველოს ციხეებში მოკლული პატიმრების, შემდეგ კი უკრაინაში მოკლული ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობდა; უკრაინასა და ისრაელში შეძენილი და „ცხელ წერტილებში“ გასაღებული იარაღის დიდი პარტიებით ვაჭრობდა; ლომის წილი ჰქონდა მსოფლიო ნარკოტრაფიკში, რომელიც საქართველოზე გადიოდა (ორიოდე კვირის წინ 3 ტონა თხევადი ჰერონი სააკაშვილის ერთ-ერთი პარტია იყო) და მთალიანად აკონტროლებდა ენერგობიზნესს და ნავთობპროდუქტების გაყიდვას; დანაშაულს სჩადიოდა კაცობრიობის წინაშე - გენოციდი მოუწყო საქართველოს ქართველ და ოს მოსახლეობას, გაანადგურა მძინარე ცხინვალი, უსახლკაროდ დატოვა ასი ათასი ქართველი ლტოლვილი და ამდენივე მოქალაქე  წამებით ამოხოცა ციხეებში, სადაც მალე თვითონაც მოხვდება!
სამწუხარო ისაა, რომ არ მოუწევს საკანში სექსუალური ანალური დამცირების ყველა „სიტკბოების“ ატანა, რომელსაც მისი ბრძანებით მისი პრეზიდენტობის დროს პატიმრები ექვემდებარებოდნენ, რის საიდუმლო ვიდეოჩანაწერებსაც საკუთარი ლიბიდოს ასამაღლებლად უყურებდა! რომ აღარაფერი ვთქვათ გარყვნილი მიშას მიერ ასობით გაუპატიურებულსა და დანგრეულ ოჯახებზე...