პუბლიკაციები
“მას შემდეგ, რაც ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ვუყურე და ამ საამაყო ჯარისკაცების გვერდით ვიდექი, არ მსურს ყოფილ პრეზიდენტზე კომენტარი გავაკეთო!” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

1-nagvliani-pol2საქართველო, 1 აქვისტო, საქინფორმი. რაც მთავარია ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტურები. გუშინ მე გავავრცელე განცხადება, დამატებით ამაზე საუბარი არ მსურს, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვაზიანის პოლიგონზე  პრემიერი საველე სწავლებას  "ვაზიანი 2014" დაესწრო, რომელიც თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ზალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პრემიერ–მინისტრი, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ასევე დაესწრო ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებში მაილსის ლაზერული სისტემების გამოყენებით გამართულ პირველ წვრთას.