პუბლიკაციები
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის - ვიცე პრეზიდენტის კეტრინ ეშტონისა და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრის შტეფან ფულეს პრესმდივნების განცხადება

1-statement-pol3-analit2საქართველო, 1 აქვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდენასთან დაკავშირებით: "ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს და შეშფოთებულნი ვართ  საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართალებრივი დევნის გამო.
კანონზე მაღლა არავინ დგას, თუმცა საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული, პოლიტიკური მიზნებისგან თავისუფალი და წარიმართოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო გარანტიების მკაცრი დაცვით. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ყოფილი მთავრობისა და დღევანდელი ოპოზიის წევრების მიმართ სისხლის სამართლის ამ და სხვა საქმეების მიმდინარეობას.
ევროკავშირი შეახსენებს საზოგადოებას, რომ ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ორი კვირის წინ მოახდინა,  ავალდებულებს საქართველოს, დაიცვას საერთო ღირებულებები, კანონის უზენაესობისა და სწორი მმართველობის პრინციპების ჩათვლით.
მოვუწოდებთ ქართული პოლიტიკის მონაწილე ყველა მხარეს, თავი დააღწიონ წარსულში არსებულ კონფლიქტებს და ძირითადი ყურადღება ქვეყნის მომავლისკენ მიმართონ. საქართველოს წინაშე დიდი გამოწვევებია და მათთან გამკლავებას სჭირდება ხელმძღვანელობა, რომელიც იყურება წინ და მზადაა, დაამსხვრიოს პოლარიზებული პოლიტიკის ჩარჩოები“.